5-6 ოქტომბერს "თბილისობა 2019" გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები - რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.
თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; "მულტიეთნიკური თბილისი" რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი "გვიდიროჟორე"; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.
ლეღვთახევში მოეწყობა "მუზეუმი ღია ცის ქვეშ", სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.
5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - "მე ვარ თბილისი". ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები. წარმოდგენილი იქნება: "დილის საარი", მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე - "გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო"; "საჰაერო კინტაური"; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე კინტაური "ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია - "ქართველი მხატვრები"; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე - "ქარი კვლავ არხევს"; ნინო რამიშვილის "ჯეირანი", 'სუხიშვილების" "დავლური" და "ყარაჩოღლური"; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი - კომპოზიცია "მოგონებები"; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე - "შენ, მხოლოდ შენ"; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი - ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები - ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი - "მონატრება"; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე - "მუხამბაზი" და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს.
თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა - "მუარე იქსფირიენს", რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით.
პროგრამა
5 ოქტომბერი
რიყის პარკი
12:00 – 20:00
• ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
• ტკბილეულის ფესტივალი
• საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
• საბავშვო კონცერტი
• ინსტალაცია - ,,ფიროსმანის პერსონაჟები“
• სპორტული აქტივობები
• ,,მულტიეთნიკური თბილისი”
ორბელიანის მოედანი
12:00 – 20:00
• ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”
• ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
• თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
• "ORBELIANI OPEN MARKET"
• მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა" და ,,ხანუმა")
• პროექტი "გვიდირიჟორე"
ლეღვთახევი
12:00-22:00
• „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“
მეტეხის ხიდი
12:00-18:00
• სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა
მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები
ორბელიანის მოედანი
• 14:00 - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - „ჭაყნე MცGრეგორ“ და ქართველო ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში
• 20:00 - თბილისობის გალა კონცერტი და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია
6 ოქტომბერი
რიყის პარკი
12:00 – 20:00
• ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
• ტკბილეულის ფესტივალი
• საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
• საბავშვო კონცერტი
• ინსტალაცია - ,,ფიროსმანის პერსონაჟები“
• სპორტული აქტივობები
ორბელიანის მოედანი
12:00 – 20:00
• ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”
• ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
• თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
• ,,ORBELIANI OPEN MARKET”
• მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა" და ,,ხანუმა")
• პროექტი ,,გვიდირიჟორე”
ლეღვთახევი
12:00-22:00
• „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“
მეტეხის ხიდი
12:00-18:00
• სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა
მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები
ორბელიანის მოედანი
• 17:00 თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი
ევროპის მოედანი
• 20:00 სპექტაკლი ,,MUARE EXPERIENCE” - საჰაერო თეატრი როკ მუსიკის თანხლებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.