სენაკში ბენზინგასამართი სადგურის მორიგე ოპერატორს თავს დაესხნენ. ხელკეტებით შეიარაღებული მძარცველები ოპერატორს სეიფის გახსნას აიძულებდნენ. მათ ძალის გამოყენებით 260 ლარის წაღება მოახერხეს. დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირი უკვე დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება შს სამინისტრომ სსკ-ის 178-ე მუხლით დაიწყო,...
მრჩება განცდა, რომ გიგა ბოკერია სტრატეგიულ ამოცანად ისახავს ჩვენს დისკრედიტაციას. ამოცანად აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან ომი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში თქვა. მისი თქმით, ენმ სტრატეგიულ საკითხებში „ევროპულ საქართველ...
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. მისივე თქმით, დღემდე დაკითხული ...
„სისხლის სამართლის კოდექსში არის უამრავი მუხლი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული და ეს დანაშაულს არ გამორიცხავს, - ამის შესახებ ფრაქცია“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, განაცხადა. მისი თქმით, დაზარალებულია სახელმწიფო და საჯარო ინტერესი ...
ტელეკომპანია "რუსთავი 2", სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულის, ილია ჯიშკარიანის საავამდყოფოში ჩაწერილ ვიდეოს ავრცელებს. ილია ჯიშკარიანის ვიდეო ოჯახის წევრებმა ადვოკტთან საუბრისას დროს ჩაწერეს. "მირჩევნია, რომ მკვლელობში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადო...
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) დაჟინებული მოთხოვნითა და ირანის ხელისუფლების თანხმობის შემდეგ, ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად, ირანელი ქალები თეირანში მსოფლიოს თასის შესარჩევ მატჩს დაესწრნენ. ფეხბურთის მატჩს, რომელიც ირანის ეროვნულ ნაკრებსა და კამბოჯელ ფეხბურთელებს შორის დღეს, 10 ...
ყველა კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძეც ცდილობდა, რომ ამ შეურაცხყოფის კორიანტელისთვის მაქსიმალურად ღირსეული პასუხები გაეცა, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც უზენსაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენდნენ. მისი თქმით, აღნიშ...
ლონდონის სამეფო კოლეჯის კვლევის თანახმდ, ლონდონის მაცხოვრებლები ყოველ დღე 23 კგ-მდე სუფთა კოკაინს მოიხმარენ, შედეგად ბრიტანეთის დედაქალაქი ევროპის ქვეყნებს შორის რეიტინგის სათავეშია. Sky News-ი, რომელიც კვლევის შედეგებს გაეცნო, იტყობინება, რომ ლონდონის შემდეგ პოზიციებს ბარსელონა (დღეში 12,74 კგ), ამსტერდამ...
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა ევროკავშირის ქვეყნები, რომლებმაც სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია დაგმეს და მათ სირიელი ლტოლვილებისთვის საზღვრის გახსნით დაემუქრა. "ჩვენ ტერორისტული საფრთხის ქვეშ ვართ და 3,5 მლნ სირიელი ლტოლვილი გვყავს, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან. მათ, ვ...
რუმინეთის პარლამენტმა ვიორიკა დენჩილეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. მთავრობის გადაგომას მხარი პარლამენტის ორივე პალატის წევრებმა დაუჭირეს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ ფორმირებული მთავრობის წინააღმდეგ ხმა 238-მა დეპუტატმა მისცა. ახალი პრემიერი და მთავრობის წევრები, რომელთა კანდიდატურებსაც ოპ...
ხვალ ბორჯღალოსნები, რაგბის მსოფლიო ჩემპიოანტის ფავორიტს, ავსტრალიის ნაკრებს შეერკინებიან 11 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დასკვნით მატჩს გამართავს. შეხვედრა საქართველოს დროით 14:15-ზე დაიწყება. ბორჯღალოსნები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ავსტრალიის ნაკრე...
„დავით გარეჯის თემა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში იყო მძიმე, დაიძრა უკეთესობისკენ და ეს არის ორივე მხარის დამსახურება. მე ვგულისხმობ როგორც პრემიერ გახარიას მიერ ჩატანილ სწორ გზავნილებს, ასევე ვამბობ რომ არსებობდა პრეზიდენტ ალიევის მხრიდან განსაკუთრებული კეთილგანწყობა და სურვილი, რო...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ულრიკ ტიდესტრომთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც რეგიონულ დონეზე წარმატებული თანამშრომლობით გამოიხატება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლო...
ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალის სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა მი...
10 ოქტომბერი - მეტყევის დღე ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე მინისტრმა სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე ს...