რუმინეთის პარლამენტმა ვიორიკა დენჩილეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
მთავრობის გადაგომას მხარი პარლამენტის ორივე პალატის წევრებმა დაუჭირეს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ ფორმირებული მთავრობის წინააღმდეგ ხმა 238-მა დეპუტატმა მისცა.
ახალი პრემიერი და მთავრობის წევრები, რომელთა კანდიდატურებსაც ოპოზიციური პარტიები წარადგენენ, პრეზიდნტმა კლაუს იოჰანისმა უნდა დანიშნოს.
როგორც ცნობილია, რუმინეთის მმართველი კოალიცია ჯერ კიდევ აგვისტოში დაიშალა. ის ხელისუფლებაში 2016 წლიდან იმყოფებოდა.
ლიბერალების ალიანსსა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოციალ-დემოკრატებმა პრეზიდენტის პოსტზე ვიორიკა დენჩილეს კანდიდატურა დაასახელეს.
პრეზიდენტის არჩევნები 2019 წლის 10 ნოემბერს უნდა გაიმართოს. არჩევნებში კენჭს იყრის ახლანდელი პრეზიდენტი კლსუს იოჰანისიც.