ყველა კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძეც ცდილობდა, რომ ამ შეურაცხყოფის კორიანტელისთვის მაქსიმალურად ღირსეული პასუხები გაეცა, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც უზენსაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენდნენ.
მისი თქმით, აღნიშნული პრაქტიკული გამოცდილება სამომავლო პროცესების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
„დანარჩენს გვაჩვენებს კენჭისყრა. მე ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკული გამოცდილება ბევრ რამეს შესძენს სამომავლო პროცესებს, რადგან წლებთან ერთად კანონიც იქნება დასახვეწი. ასევე, მომავალ არჩევნებთან ერთად ზოგიერთი დეპუტატის საპარლამენტო კულტურაც იქნება კიდევ უფრო დასახვეწი და ჩვენი ამომრჩევლებიც ხედავენ როგორ იქცევიან მათი რჩეულები,“- აღნიშნა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა გენერალურ პროკურორის შალვა თადუმაძის სიტყვით გამოსვლას მოუსმინეს, რომელიც დეპუტატების კითხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით პასუხობდა.