ხვალ ბორჯღალოსნები, რაგბის მსოფლიო ჩემპიოანტის ფავორიტს, ავსტრალიის ნაკრებს შეერკინებიან
11 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დასკვნით მატჩს გამართავს. შეხვედრა საქართველოს დროით 14:15-ზე დაიწყება.
ბორჯღალოსნები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ავსტრალიის ნაკრებს შეხვდებიან. ავსტრალია, უელსთან მარცხის შემდეგ D ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება.
ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი გამართეს. უელსთან და ფიჯისთან დამარცხდნენ, ხოლო ურუგვაისთან ტრიუმფალური გამარჯვება და ბონუს ქულა მოიპოვეს.
რაგბის მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-13, ხოლო ავსტრალია მე-6 ადგილს იკავებენ.