საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო ბორჯღალოსნებს რუსეთის ნაკრებთან თამაშში წარმატებას უსურვებს. "წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს დღევანდელ თამაშში!", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე. US Embassy Tbilisi, Georgia ბორჯღალოსნებსა და რუსეთის ნაკრებს შორის სარაგბო მატჩ...
ბორჯღალოსნები 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე გამართავენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაიშვება. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი საქართვე...
8 თებერვლიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, გარკვეულ მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდება. მათ შორის, ცვლილება შეეხება ინტეგრირებულ N301 მარშრუტს. აღნიშნული მარშრუტის ბოლო გაჩერება (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა) გაგრძელდება ემირ ბურჯანაძის ქუ...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 68 ფიზიკური პირი დააჯარიმა. ...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. შპს „სომა მაცივარი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც ჯამურად, 578,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 231,200 ლარია, 289,000 ლარი - შ...
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციურ ნამუშევარს - "მიტოვებული სოფელი" ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს. ფილმის ჩვენება იებისუს ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმარ...
გერმანიამ ბელარუსის ოპოზიციის მხარდასაჭერად 21 მლნ ევრო გამოყო. ამის შესახებ განაცხადა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ონლაინ-კონფერენციაზე "სოლიდარობა ბელარუსს". "დარწმუნებულნი იყავით, გერმანია და ევროკავშირი თქვენს მხარეს არის. ჩვენ შემოვიღეთ სანქციები ლუკაშენკასა და...
მიუხედავად იმისა, რომ 21:00 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს, თბილისში დაუმორჩილებლობის მარში მიმდინარეობს. მოქალაქეები, რომლებიც შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ, თავდაპირველად პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და ფეხით მსვლელობას მართავენ. ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გაიარეს რუსთაველის გამზირი და მარჯანიშვილის მოედნი...
კორონავირუსი დამარცხდება მაშინ, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70% აიცრება. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, მოსახლეობის ვაქცინაცია 20-25 თებერვლიდან დაიწყება. "კიდევ ერთხ...
მინდა დიდი კმაყოფილებით ვთქვა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ყველაზე უკეთ და ყველაზე მცირე დანაკარგით უმკლავდება პანდემიას. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში...
ცხვარიჭამიაში მამაკაცი საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის კაცი მეზობლებმა აღმოაჩინეს. ცხედარს ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შაბათს, მიანმარის უდიდეს ქალაქ იანგონის ქუჩებში ათასობით მოქალაქე შეიკრიბა სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ და ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნების მოთხოვნით. საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერის, აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას, რომელიც სამხედროებმ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა ...
აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძ...
ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში მომიწვიეს ამ სიტუაციის განსახილველად; ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა კარლ ჰარცელმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველ...