ამ ეტაპზე, შეზღუდვებთან დაკავშირებითინიციატივები არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად კორონავირუსის მომატებული შემთხვევებისა, სკოლის ჩაკეტვაზე მოლოდინი არ არსებობს, რადგან ტიკარაძის თქმით, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და მიმდინარეობს მონიტორინგი.
„შეზღუდვებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინიციატივები არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ადგილზე ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს მომდევნო ღონისძიება. სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს და მიმდინარეობს მონიტორინგი, ხდება კლასებისა და სკოლების დახურვა. ვთვლი, რომ ლოკალური მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს მყისიერი რეაგირება და ამის საშუალებით თავი ავარიდოთ გლობალურ ჩაკეტვებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.