ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება რთული რჩება. როგორც გაბუნია აცხადებს, კლინიკები დატვირთულია, თუმცა თბილისში დატვირთვა ყველაზე ნაკლებია, რადგან მისივე თქმით, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, დედაქალაქში ჰოსპიტალიზაციის ციფრებიც შედარებით მცირეა.
მისივე თქმით, სკოლებში ინფიცირების აქტიური გამოვლენა ხდება, თუმცა გაბუნია აცხადებს, რომ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებას საფრთხე არ დაემუქრება.
„სკოლებში ჯერ დება ინფიცირების აქტიური გამოვლენა, იზოლაცია და საჭიროების შემთხვევაში, წერტილოვანი ღონისძიებები. ანუ შეიძლება კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე. რამდენიმე სკოლა ასევე გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. თუმცა სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ვფიქრობ, აქტიური მართვის შედეგად შესაძლებელი იქნება ამის შენარჩუნება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.