რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 26 მარტს უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მის...
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ქართველი მებრძოლი 38 წლის გახდებოდა. ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუ...
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა. იტყობინება BBC ქაბულის პოლიციაზე დაყრდნობით. ვარაუდობენ, რომ აფეთქება საღამოს ლოცვის დროს მოხდა. შიშობენ, რომ აფეთქების შედეგად არაერთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ მან TV2-ის ინფორმაციით, სააგენტო Ritzau-ს განუცხადა. კოფოდის თქმით, თუკი ევროკავშირის საერთო წესების შემოღება ვერ მოხერხდება, მთავრობა მზად არის...
კოსოვოში მყოფი ნატო-ს სამშვიდობო ძალები მზად არიან, ჩაერიონ, თუ სერბეთსა და კოსოვოს შორის სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან მოლაპარაკებების შემდე. "მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ადგილზე გაუმჯობესებულია, ყველა მხ...
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ. ადგილობრივების თქმით, ბავშვი მდინარეზე ბაბუასა და ძმასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც გაუჩინარდა. ადგილზე იმყოფებიან მაშველები. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ფოტო: არქივი
ახალი Porsche 911 GT3 RS-ის კონცეფცია საიდუმლოს მის გამოსვლამდეც არავისთვის წარმოადგენდა: ეს უკომპრომისოდ, მაქსიმალური პერფორმანსისთვის შექმნილი მანქანაა. ახლა კი ის უკვე მზადაა: 525-ცხენისძალიანი სუპერსპორტული ავტომობილი ავტოსპორტის ტექნოლოგიებითა და პრინციპებით. სპორტული გენებისა და სარბოლო დნმ-ის მქონე ატმოსფერული ძრავისა და გონივრული მ...
საქართველოს პროკურატურამ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შური...
პარლამენტის შტურმის ფაქტის "გავრილოვის ღამედ" მოხსენიება არ არის კორექტული - იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დ...
ვფიქრობ, კელი დეგნანის დიპლომატიური ენა აბსოლუტურად სცდება აქამდე ყველასათვის დადგენილ სტანდარტს, მან დაიწყო საუბარი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ენით და მისი მესიჯბოქსი არის წინა პლანზე წამოსული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, კელი დეგნა...
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით უცვლელი დარჩა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარია. ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.29 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8507 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შე...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 8 305 000 დოლარი გაყიდა. დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იყო 20 მლნ აშშ დოლარი, რომლიდანაც 8 305 000 გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7961 შეადგინა. მიმდინარე წელს ეს ს...
რამდენიმეწლიანი დაძაბულობის შემდეგ, ისრაელი და თურქეთი სრულად აღადგენენ დიპლომატიურ კავშირებს და დააბრუნებენ ერთმანეთის ელჩებსა და გენერალურ კონსულებს. წერს თურქეთისა და ისრაელის პრესა. "თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა მნიშვნელოვანი წვლილია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკ...
"ქართული ცხენოსნობის განვითარებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ის არ მხოლოდ სპორტის სახეობა, არამედ ჩვენი კულტურა და ტრადიციაა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოში, საცხენოსნო კლუბში "ხარება" სტუმრობისას განაცხადა. "როგორც "ენგურ...
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია მონაწილეობას მიიღებს სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებში "ვოსტოკ-2022". იტყობინება ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხი CGTN ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით. სამხედრო წვრთნები რუსეთში 30 აგვისტოდან 5 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება. მასშტაბურ მანევრებში მონაწილე...