ჩვენი აზრით, ივანივილის რეჟიმის დასამარცხებლად და ქვეყნის ისტორიული ჩიხიდან გამოსაყვანად, აუცილებელია ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში მოხდეს გადატვირთვა, რასაც მხოლოდ მოქალაქეები შეძლებენ, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან პარტიების - ნაციონალური მოძრაობისა და გახარია - საქართველოსთვის საკრებულოებში უმოქმედობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ერთწლიანი საქმიანობის განმავლობაში აღნიშნული პარტიებიდან არცერთს არ გამოუყენებია ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად, რომელთა გამოყენებითაც რეჟიმი მოქალაქეთა ინტერესების წინააღმდეგ ძალაუფლების შენარჩუნებას ახერხებს. ამისათვის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი - სარევიზიო კომისია - ამ ორ საკრებულოში გახარიას პარტიას და ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ გამოუყენებია. რუსთავის საკრებულოში კომისია საერთოდ არ შეუქმნიათ, ზუგდიდის საკრებულოს სარევიზიო კომისიას კი არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის არც წარსული, არც აწმყო საქმიანობის შემოწმება არ განუხორციელებია. აღსანიშნავია, რომ ამ ორ საკრებულოთაგან ერთერთი ნაციონალურ მოძრაობაში დღეს დაპირისპირებული ერთი ჯგუფი, მეორეს კი - მეორე ჯგუფი წარმოადგენს.
„ჩვენი აზრით, ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად და ქვეყნის ისტორიული ჩიხიდან გამოსაყვანად, აუცილებელია ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში მოხდეს გადატვირთვა, რასაც მხოლოდ მოქალაქეები შეძლებენ, მეტი კრიტიკულობითა და იმ პოლიტიკურ პარტიათა მხარდაჭერით, რომლებიც მოქმედებენ პასუხისმგებლობით და საზოგადოების ინტერესებს არ მტრობენ“. - განაცხადა ბოკერიამ.