ნორვეგიაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის დელეგაციის შეხვედრა დაიწყო. ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობს.
მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბიც. ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი შეხვედრას დისტანციურად შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ სტივ უიტკოფის ნორვეგიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მანამდე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია.
დღეს ნორვეგიულმა მედიასაშუალება NRK-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკი და უიტკოფი მოლაპარაკებებისთვის ოსლოში ჩავიდნენ.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზების თხოვნით ნორვეგიასა და ფინეთს სწორედ ზელენსკიმ მიმართა.