„24 თებერვალს არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დღე და მე რამდენადაც ვიცი, ამ დღეს ჩვენ ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელი დევნილების აქციაა და მე პირადად ვაპირებ, რომ მაგ აქციაზე წავიდე. პარტიულად, რა თქმა უნდა, ამ სამ პარტიასთან ერთად, ჩვენ არც ერთი აქციის ორგანიზატორები არ ვართ“ -ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ოპოზიციური პარტიების (დროას, გირჩის, სტრატეგია აღმაშენებლის) მიერ 24 თებერვალს ჩანიშნული აქციის შეერთების შესახებ დასმულ შეკითხვას
„მოქალაქეები ამ დღეს უკრაინის მიმართ საკუთარ სოლიდარობას გამოხატავენ ყველანაირი მშვიდობიანი ფორმით. მე პირადად, რამდენადაც ვიცი, უკრაინელების აქციაა თბილისში, რომლებთანაც ჩვენ ბევრ საკითხში ვთანამშრომლობთ და მე ვაპირებ, რომ იქ ვიყო,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ