რუსეთი ფიქრობს უკრაინაზე ახალი მასიური სარაკეტო დარტყმის განხორციელებაზე 150 რაკეტის გაშვებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. არესტოვიჩის თქმით, ბოლო დარტყმის დროს რუსეთს ჰქონდა ყველა ტიპის 460-500 ფრთოსანი რაკეტა. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ად...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ საღამოს ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ რუსეთი შეეცდება ამ წლის ბოლო დღეები უკრაინელებისთვის ბნელი და რთული იყოს. მან მოსახლეობას სთხოვა გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და მზად იყვნენ სხვების დასახმარებლად. "ამ წელის სულ რამდენიმე დღე დარჩა. ჩვე...
ადრეული წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 2 დეკემბრიდან მიმდინარეობდა, დღეს ფილმით „ჯანყი გურიაში“ დაიხურა. 1928 წელს ალექსანდრე წუწუნავას მიერ გადაღებული ფილმის დღევანდელი ჩვენება კომპოზიტორ ვაჟა მარის მიერ სპეციალურად შექმნილი, ცოცხლად შესრ...
„თალიბანის“ ახალი განკარგულებით, ავღანეთში არასამთავრობო ორგანიზაციებში ქალებს მუშაობა აეკრძალებათ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ავღანეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალი თანამშრომლების დიდი ნაწილი ჰიჯაბს არ ატარებდა და დრეს კოდს არ იცავდა. შეგა...
საქართველოს პროკურატურამ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 დეკემბერს, ქ. თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცოლ-ქმარს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც, ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა კვალის დაფა...
1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. 1977 წლი...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანა წითლიძე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ. ამ მოთხოვნით, პროტესტის ნიშნად, წითლიძე უკვე 11 დღეა შიმშილობს, მისი თქმით, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. "პირველ რიგში, მინდა შობ...
პუნქტები, რომელიც ოპოზიციაზე იყო დამოკიდებული, რომელიც მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ შესრულდებოდა - ვერ შესრულდა. ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი, რომ დაებლოკა ამ რეკომენდაციების შესრულება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ევროპული რეკომენდაციების 12 პუნქტზე საუბრისას განაც...
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - ინფორმაცია უკრაინული მედიის Telegram-ის არხებში ვრცელდება. უკრაინული მედია, Unian წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია რუსული მებრძოლების, კერძოდ, MiG-31-ის - „ხანჯლების“ მატარებლის აფრენის შესახებ. გამოცემის ცნობით, ადგილობრივი დროით, 9:28 საათისთვის ქვეყნის აღმ...
თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია მეზობელი, რომელმაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედრების გადამალვა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობას ედავებიან - უწყების განცხადებით, ბრალდებულმა 19 დეკემ...
პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნიადაგზე, ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს დღეს აღნიშნავენ. „ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა, მივულოცო ეს დღე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანს – მშვიდობასა და კეთი...
რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგ ტვიტს ავრცელებს და წერს, რომ წერილი საქართველოს პრეზიდენტისგან გუშინ მიიღო ტოქსიკოლოგიურ დასკვნასთან ერთად. ფეიგინის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად გეგმა აქვთ, თუმცა ჯერ ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების რეაქციას: “მიხეილ სააკაშვილის წე...
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მიერ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა. წულუკიანის თქმით, ადამიანის სიცოცხლით თამაში აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა და თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თანახ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. 1964 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის...