ოდნავ თავმოყვარე ქვეყანა ახლა სავიზო რეჟიმს მაინც გაუმკაცრებდა რუსებს, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ თავმჯდომარე, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ოთხოზორიას მკვლელი რომ ცოცხალი დადის მაგიტომ გვიბედავენ, ტატუნაშვილის მკვლელები რომ ცოცხლები დადიან მაგიტიმაც გვიბედავენ. ვაბედინებთ და გვიბედავენ. ოდნავ თავმოყვარე ქვეყანა ახლა სავიზო რეჟიმს მაინც გაუმკაცრებდა რუსებს. მარა რა თქმა უნდა ეს ხელისუფლება არაფერს არ იზამს. ამიტომაც უნდა გავუშვათ ეს ქვეყნის დამბეჩავებელი ოცნება და ნაცები არ მოვუშვათ. რთულია მარა აუცილებელი“, - წერს ალეკო ელისაშვილი.