პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია "რასიამ" შეასრულა და რუსეთიდან აფხაზეთში სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ჩაიყვანა. სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას საქართველოს პარლამენტი საგანგებო მიმართვით გააპროტესტებს. შესაბამისი ზომების მიღება საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა დავით ბაქრაძემ საგარეო ურთიერთობ...
27-28 თებერვალს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართება ფრეე რიდე და ფრეე სტყლე ფესტივალი გუდაურში. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ქვეყნიდან 15-კაციანი ჯგუფის ჩამოყვანა, რომელიც ტექნიკური პერსონალის, რაიდერებისა და გადამღები ჯგუფისგან შედგება. ტურიზმისა ...
დედაქალაქის მთავრობამ ზარალი უკვე დათვალა. ქარიშხლის შედეგად თბილისისთვის მიყენებულმა ზარალმა 1 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა ქალაქის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ქარმა მთლიანობაში 40 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სახურავი დააზიანა და ასამდე ხე მოგლიჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უ...
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთათვის აფხაზეთში საცხოვრებელი ფართის ყიდვის უფლების მინიჭების საკითხი ჯერ ჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. "ეს საკითხი სერიოზულ დამუშავებას საჭიროებს. ამჯამად ამ საკითხის ირგვლივ ძალიან ბევრი წინადადებაა. ჩვ...
კვიპროსის ქართველთა სათვისტომო აქტიურ საქმიანობას იწყებს. სათვისტომომ "ძალა ერთობაშია, უკვე გამართა მმართველი საბჭოს არჩევნები. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კვიპროსში საქართველოს საელჩოდან აცნობეს. მმართველი საბჭოს შემადგენლობაში წესდების შესაბამისად, შვიდი წევრი აირჩიეს. თავად საბჭომ კი ...
კვიპროსში საქართველოს საელჩო და ქართული სათვისტომო "ძალა ერთობაშია" სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს. ამის შესახბ "ჯი-ეიჩ-ენს"' კვიპროსში საქართველოს საელჩოდან აცნობეს. "სათვისტომოსთან ერთად ვგეგმავთ თანამშრომლობის დაწ...
ვანკუვერში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველმა სპორტსმენმა ელენე გედევანიშვილმმა ფიგურული სრიალის მოკლე პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ელენე გედევანიშვილმა თავისი საუკეთესო შედეგი ერთი ქულით გააუმჯობესა და 61.92 ქულა...
დღეს, 24 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2010 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს. სამოქმედო გეგმის პრეზენტირება მოხდება საგარეო ურთ...
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ თემურ სიგუას დაკითხავს. სიგუა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ არის დაბარებული. მან კომისიის წევრებისგან მოწვევა უკვე მიიღო. აღსანიშნავია, რომ კომისია აუცილებლად მიიჩნევს ექს-პრეზიდენტ ედუარ...
დღეს, 25 თებერვალს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მიზნით შექმნილი პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი პირველ სხდომას გამართავს. დეპუტატები მომავალ სტრატეგიაზე იმსჯელებენ. ჯგუფი პირველ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან, ზურაბ ხარატიშვილთან გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის შ...
"თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი თეა თუთბერიძე ტელეკომპანია "იმედს" უჩივის და აცხადებს, რომ გადაცემა "სიმართლის დრო", რომელშიც ის მონაწილეობდა, ტელეეთერში არასრული და დამახინჯებული ფორმით გადაიცა. "სიმართლის დრო", რომელშიც მონაწილეობა კონკრეტული მიზნის გამო მივიღე, მნიშვნელ...
დღეს, 24 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის ინაგურაციაზე დასასწრებად მიემგზავრებიან. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას არ დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქ...
თბილისს ყოფილი საბჭოთა დისიდენტი, მწერალი და პუბლიცისტი ვლადიმერ ბუკოვსკი სტუმრობს. ბუკოვსკი საქართველოში წუხელ ჩამოვიდა და აქ კვირის ბოლომდე დარჩება. ის საბჭოთა კავშირსა და თანამედროვე რუსეთის პოლიტიკაზე ახალ ეკონომიკურ სკოლაში, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავ...
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მიმდინარე ოპოზიციის კონსულტაციებში ის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იქნება. ამის შესახებ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა, სადაც ის სამუშაო ვიზიტით იმყოფე...
ახალციხეში, მდინარე ფოცხოვმა მამაკაცის გვამი გამორიყა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა უკვე დადგენილია. ის 48 წლის ვოვა აბრამიანია. მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზის დასკვნით, აბრამიანი წყალში გუშინ დაიხრჩო. გარდაცვლილი ახალციხელი იყო.