ჩრდ. კორეის მთავარმა მწვრთნელმა კიმ იონგ ხუნმა პორტუგალიასთან გამანადგურებელი მარცხის გამო (0:7) პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. ამის შესახებ "ევროსპორტი" იუწყება.
კორეელთა მთავარი მწვრთნელის განცხადებით, იგი მარცხში ფეხბურთლების ბრალეულობას ვერ ხედავს და სავალალო შედეგი, მხოლოდ მის მიერ შერჩეულმა არასათანადო ტაქტიკამ გამოიწვია.
"ჩვენი ტაქტიკა მთლიანად ჩავარდა და ჩვენ ერთმანეთთან კორდინაცია დავკარგეთ. მარცხისათვის პასუხისმგებლობა, არასწორად შერჩეული სტრატეგიის გამო, მხოლოდ მე მეკისრება", - განაცხადა კიმ იონგ ხუნმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ჩრდ. კორეელებმა პორტუგალიასთან ანგარიშით 0:7 წააგეს, რაც მიმდინარე მუნდიალის ანტი-რეკორდია - სამხრეთ აფრიკაში მსგავსი სხვაობით ჯერ არც ერთი გუნდი არ დამარცხებულა.