საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ საარტილერიო ბრიგადის სახედრო მოსამსახურემ ა. ასკილაშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში დაჭრა ამავე ბრიგადის კაპრალმა.
ასკილაშვილი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, კაპრალი, რომელმაც ასკილაშვილი დაჭრა დაკავებულია სამხედრო პოლიციის მიერ.
მიმდინარეობს გამოძიება, ამასთან, გამოძიების დასრულებამდე პირველი საარტილერიო ბრიგადის რამდენიმე ხელმაძღვანელი პირი გათავისუფლებულია სამსახურიდან.