თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ბერლინში "Young Euro Classics" 10-ე საიუბილეო ფესტივალის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს. კონკურსში 17 ქვეყანა მონაწილეობდა. თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტ...
ქართული მხარე ვარაუდობს, რომ რუსეთმა S 300 ტიპის რაკეტები ცხინვალის რეგიონში უკვე განათავსა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მინისტრის შეფასებით, რუსეთს S 300 ტიპის რაკეტები სამხრეთ კავკასიაზე და მის მოსაზღვრე ქვეყნებზე კონტროლის დასამყარებლად სჭირდება. ...
2014 წლამდე ყველა მოქმედი პედაგოგი გაივლის სერტიფიცირებას და 2014 წლიდან საქართველოს ყველა სკოლაში იქნება სერტიფიცირებული მასწავლებელი, _ ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მი...
4 სექტემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 159-ე თეატრალურ სეზონს ხსნის. მრავალწლიანი ტრადიცია არც წლეულს დაირღვევა და თეატრის კოლექტივი პირველად ზაქარია ფალიაშვილის ოპერაზე "აბესალომ და ეთერზე" მიიწვევს აუდიტორიას. (ამჯერად მსმენელები ...
სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ხელფასი მომატებასთან ერთად მენტორ მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160 ლარიან დანამატს გულისხმობს _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხა...
10 000 მასწავლებელიდან სასერტიფიკაციო გამოცდა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა, _ ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადეს. 10 000-ზე მეტი პედაგოგიდ...
აფხაზეთიდან დევნილმა ოთხმა დევნილმა ისნის ჰოსპიტალიდან გამოსახლების პროტესტის ნიშნად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან პირი ამოიკერა და უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატორული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ...
გერმანიის ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი და ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დროებით ტოვებს პოლიტიკას, რათა საკუთარი მეუღლის სიცოცხლე გადაარჩინოს. შტაინმაიერი საკუთარი მეუღლის დონორი გახდება, რომელსაც თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ესაჭიროება. გადაუდებელი ოპერაცია იმდენად...
ყვარლის რაიონის სოფელ თივიდან ლეკები საცხოვრებლად დაღესტანში გადადიან. სოფლის დატოვების მიზეზად, ადგილობრივები გაუსაძლის საცოვრებელ პირობებს ასახელებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სოფელში არ არის სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, საბავშვო ბაღი. სასმელ წყალს სოფლიდან 2 კილომეტრიდან დაშორებული...
მექსიკელმა არქეოლოგებმა 10 ათასი წლის წინ მცხოვრები ადამიანის ნეშთი იპოვეს. მექსიკის ანთროპოლოგისა და ისტორიის ნაციონალური ინსტიტუტის წარმომადგენელთა განცხადებით, ჩონჩხი ნაპოვნია ნახევარკუნძულ იუკანტის ერთ-ერთ გამოქვაბულში, რომელიც ამჟამად წყლის ნაწილს აქვს დაფარული. ექსპერტების განცხადებით, ნაპოვნი ნეშთი ერთ-ერთი უძველესია, რ...
დაღესტანში ხასავიუტის რაიონის ემირი ჰასან დანილოვაი მოკლეს. რუსეთის შსს და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომებმა ხასავიუტთან ახლოს 5 ადამიანის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომლებმაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, ავტომანქანის ჩხრეკისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწიეს. დ...
გაეროს უშიშროების საბჭომ და აშშ-მ სანქციები დააწესა ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას სავარაუდო მთავარი დამფინანსებლის მუჰამედ აბდალა ჰასან აბუ ალ-ხაირის წინააღმდეგ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, შავ სიაში შეტანილი საუდის არაბეთის მოქალაქეა და ის მთავარი ფიგურაა ტერორისტული ორგანიზაციის ფინანს...
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა წარმოშობით ქართველ კინორეჟისორ გიორგი დანელიას 80 წლის იუბილე მიულოცა და "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის" ორდენით დააჯილდოვა. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეჟისორმა ორდენი კინომატოგრაფიაში შეტანილი დიდი წვლილსა და მრავალმხრივი შემო...
უკრაინის სამხედრო პროკურატურამ 2009-2010 წლებში ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ივაშჩენკო დააკავა უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იულია ტიმოშენკოს პრემიერობისას, ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი 21 აგვისტოს დააკავეს. ...
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, კახეთის რეგიონში 6 სკოლა გაუქმდა. აქედან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბის საჯარო სკოლა - პანსიონი, სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვები სწავლობდნენ, დღეიდან ლიკვიდირებულია. მინისტრის ბრძანების თანახმად, 2010 წლის 31 დეკემბრამდე, ლიკ...