10 000 მასწავლებელიდან სასერტიფიკაციო გამოცდა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა, _ ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადეს.
10 000-ზე მეტი პედაგოგიდან ორ გამოცდას პროფესიულ უნარებში და სპეციალობაში 6075 პედაგოგი აბარებდა. ორივე გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახეს და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება 1147 ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგს (პედაგოგთა საერთო რაოდენობის 11%-ს).
გამოცდაზე გასვლა და პროფესიულ უნარებში გამოცდის ჩაბარება სხვა საგნების პედაგოგებსაც შეეძლოთ. თითო საგანი ჩააბარა გამოცდაზე გასულმა პედაგოგთა 50%-მა, მათ ეს ქულა ენახებათ და განმეორებით გამოცდაზე მხოლოდ ერთ საგანს ჩააბარებენ. ქართულ ენაში მარიერი გადალახა 702-მა მასწავლებელმა, მათემატიკაში - 480-მა, უცხო ენებში -1253-მა, პროფესიულ უნარებში - 1253-მა.
ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, პედაგოგი გააგრძელებს მუშაობას და 2014 წლამდე მას რამდენჯერმე მიეცემა საშუალება გავიდეს განმეორებით გამოცდაზე.