აფხაზეთიდან დევნილმა ოთხმა დევნილმა ისნის ჰოსპიტალიდან გამოსახლების პროტესტის ნიშნად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან პირი ამოიკერა და უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატორული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამჟამად დევნილებმა უკვე სუბელიანის უწყების წინ გადაინაცვლეს.
"ჩვენი თხოვნის მიუხედავად ისნის ჰოსპიტალიდან გამოსახლებულმა ოთხმა დევნილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, შიმშილობა გამოაცხადეს და პირი ამოიკერეს. ამის შემდეგ მათ ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ და დაპირდნენ, რომ მათი პრობლემის მოსაგვარებლად მათთან ერთად შეხვდებიან ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს", - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას თბილისის ტერიტორიაზე ითხოვენ და სამეგრელოში, კერძოდ კი სოფელ ფოცხოვში ჩასახლებაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.