2014 წლამდე ყველა მოქმედი პედაგოგი გაივლის სერტიფიცირებას და 2014 წლიდან საქართველოს ყველა სკოლაში იქნება სერტიფიცირებული მასწავლებელი, _ ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სერტიფიცირებული მასწავლებელი რაც თავისთავად გულისხობს მასწავლებელთა კვალიფიციკაციის ამაღლებას და სწავლების ხარისხის გაზრდას.
მინისტრის თქმით, 10 000 მასწავლებელიდან სასერტიფიკაციო გამოცდა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა. 10 000-ზე მეტი პედაგოგი ორ გამოცდას პროფესიულ უნარებში და სპეციალობაში 6075 პედაგოგი აბარებდა. ორივე გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახეს და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება 1147 ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგს (პედაგოგთა საერთო რაოდენობის 11%-ს).
ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, პედაგოგი გააგრძელებს მუშაობას და 2014 წლამდე მას რამდენჯერმე მიეცემა საშუალება გავიდეს განმეორებით გამოცდაზე.