რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ეს განცხადება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და რუმინეთის დელეგაციის შეხვედრისას გაკეთდა. ინფორმაციას ...
რუსეთი აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მოწყობას განაგრძობს. როგორც აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა იური ზვირიკიმ "ვრემია ნოვოსტისთან" საუბრისას განაცხადა, რუსი ძალოვანები აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში პატრულირებას მოახდენენ, რაც აღკვეთს ქართული მხარის მიერ გემების...
საქართველოს პარლამენტში აშშ-ის თავდაცვის მიმინისტრის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს თბილისში დაგეგმილ ვიზიტს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დადასტურებად აფასებენ. "ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველო- ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის ინტენსიფიკაცია ხდება, განსა...
რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის დასკვნას საქართველოში ბრიატანეთის ელჩიც აფასებს. დენის კიფის თქმით, გამოქვეყნებულ ანგარიშს ყველა ქვეყანა უნდა გაეცნოს. ელჩი მიიჩნევს, რომ ომი ყველაზე ძნელი გადასატანი დევნილი მოსახლეობისთვისაა და კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზით გაგრძელების აუცილებლობაზე სა...
ჩვენი მიზანი არ არის ვიტრაბახოთ, თუ რამდენპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში. ეს თითოეულმა ოჯახმა იცის. გაიზარდა უცხოური ინვესტიციები და მთლიანი შიდა პროდუქტი, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან ‘'ეკონო...
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური პოლიტიკის გატარების დროსაც კი ხელისუფლება "ილიას გზას მიჰყვება". "როდესაც საქმე ქართულ ეკონომიკურ ლიბერალიზმს ეხება, ჩვენ არავისგან არაფერი გვაქვს გადმოსაღები. ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი, რომელიც ქადაგებდა თავი...
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე ადრეული შუასაუკუნეების ეკლესია ნაგავსაყრელად არის ქცეული. სპეციალისტების შეფასებით, უხეშად არის დარღვეული ძეგლის დაცვითი ზონაც, რაც ეკლესიას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ეკლესია სოფლიდან სამი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მას ადგილობრივები `ყვავის საყდარს~ უწოდებენ. ეკლეს...
რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთისათვის ბუნებრივი აირის ტრანზიტით მიწოდება აღდგენილია. გაზის მიწოდება მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ლი ოქტომბრიდან შეწყვეტილი იყო. განცხადება დღეს ამის შესახებ სააქციო საზოგადოება "საქართველოს ნავთობისა და გაზი კომპანიას" საზოგადოებასთან ურთი...
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ვარდების რევოლუციით" რევოლუცია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვაშიც დაიწყო. როგორც სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბოლო წლების საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე საუბრისას განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკას არაერთმა ქარბობალამ ...
პალესტინური მოძრაობა "ფათხი" და "ჰამასი" 22 ოქტომბერს დაზავების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით ავტონომიაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებას ბოლო უნდა მოეღოს და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს გზა უნდა გაეხსნას. ინფორ...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას "მწვავე კრიტიკისთვის" მადლობას უხდის. "ბოლო დროს გამძაფრდა ოპოზიციის მხრიდან ზოგიერთი სამთავრობო მოქმედებების მიმართ კრიტიკა. ჩვენ ამას დიდი გულისყურით ვუსმენთ და მიუხედავად იმისა, რომ ყევლაფერს არ ვიზიარებთ, ეს ძალიან სასარგებლო...
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) დაფინანსებით 7 ოქტომბერს 10:30 საათზე `შერატონ მეტეხი პალასში~ გაიხსნება სამდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია `ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. XX საუკუნის გამოცდილება~...
დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველს საკუთარი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას სთხოვს. ეს განცხადება ლორთქიფანიძემ დღეს სესიაზე გიორგი ტუღუშის მიერ ციხეების მონახულების შემდეგ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა. "მინდა, შევეხმიანო სახალხო დამცველის გამოსვლას. მან დაადასტ...
საქართველოს პრეზიდენტი უკვე პარლამენტშია სიტყვით გამოდის. მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მისი გამოსვლა პარლამენტში ამ წუთებში დაიწყო. "პრეზიდენტი ადრე, აქ მოდიოდა წელიწადში ერთხელ, ფორმალური სიტყვისთვის. ახლა ჩვენი მუშაობა უფრო დინამიური გახდა. პრეზიდენტი ...
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, იულონ გაგოშიძის ინიციატივით, აქციაში "რთველი 2009", დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჩაერთვება. 8 ოქტომბერს 10:00 საათზე აპარატის თანამშრომლები გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში გაემგზავრებიან. ისინი ყურძნის კრეფაში მიი...