ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის დაპირებების არ გვჯერა და არასოდეს შევალთ დიალოგში თბილისის ფაშისტურ რეჟიმთან. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომლის დროსაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალას არ გამოყენებს.
"აფხაზეთი სააკაშვილის წასვლის შემდეგ მზად იქნება საქართველოსთან დიალოგი აწარმოოს, მაგრამ დიალოგი იქნება ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის. სხვა არანაირი დიალოგი არ იქნება", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
მისივე თქმით, _ "ჩვენ ყველას გვახსოვს სააკაშვილის დაპირებები იმის შესახებ, რომ იგი არ აპირებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას სწორედ სამხრეთ ოსეთზე ბარბაროსული თავდასხმის წინ 2008 წელს. ამიტომაც ჩვენ მისი სიტყვების არ გვჯერა".
ბაღაფში ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი საქართველო მართლაც არ აპირებს ძალის გამოყენებას, მაშინ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს.
მასალის გამოყენების პირობები