წარმომადგენლობითი სახალხო კრების დამფუძნებლის ნონა გაფრინდაშვილს თქმით, ხელისუფლებამ მათ დაფინანსების ყველა წყარო გადაუკეტა.
როგორც ჟურნალისტებს გაფრინდაშვილმა განუცხადა, წარმომადგენლობითი სახალხო კრების დღევანდელი აქცია თვითონ ხალხის მიერ არის დაფინანსებული და იგი დააფინანსა რამდენიმე პირმა, რომელთა ვინაობის გამხელისგან გაფრინდაშვილმა თავი შეიკავა.
"რაც შეეხება დაფინანსებას, ეს აქცია ხალხის მიერ არის დაფინანსებული. რეგიონებიდან მოსახლეობა თავისი ფულით ჩამოვიდა, რადგან ხელისუფლებამ ყველა წყარო დაბლოკა, მათ შორის, საბანკო სექტორი, იმ რამდენიმე პირის ვინაობას კი ვინც გვეხმარება, ვერ დავასახელებთ, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე', - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
წარმომადგენლობითი სახალხო კრება რეჟისორმა გოგო ქავთარაძემ გახსნა და ამ წუთებში სიტყვით ნონა გაფრინდაშვილი გამოდოს.