"წარმომადგენლობითი სახალხი კრების" დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ აქცია აღარ გაიმართება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, დელეგატები, რომლებიც რეგიონებიდან სახალხო კრებაში მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდნენ, დღეს საღამოსვე უკან დაბრუნდებიან.
"პარლამენტთან შეკრებილი ხალხი დღესვე დაიშლება. "სახალხო კრება" სპეციალურ საბჭოს შექმნის და იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ მუშაობას, სწორედ ის გადაწყვეტს", - განმარტა შაშიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" მიმდინარეობს.