წარმომადგენლობითი სახალხო კრების თავმჯდომარის საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარის ნონა გაფრინდაშვილმა კრებაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას ისღა დარჩენია, რომ თვითონ აიღოს ქვეყნის მართვა ხელში.
მისი თქმით, მას ამ ხალხის ერთიანობის და გამძლეობის იმედი აქვს.
"ხელისუფლებამ ისეთი პირობები შექმნა, რომ ადამიანებისთვის არ არსებობს სამართალი. ტოტალური სახე მიიღო უმუშევრობამ და სიღატაკემ. ხელისუფლება მოცემული მედიის საშუალებებით ცდილობს მოსახლეობას სხვა ქვეყანა დაანახოს. არსებულმა რეჟიმმა ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია მოხდინა და ახლა ცდილობს მოსახლეობის სულიერ ოკუპაციას. არ არსებობს სამართალი რამაც უკანონო პატიმრების დიდი რაოდენობა გამოიწვია. მოსახლეობას დარჩა მხოლოდ ერთი გამოსავალი ხელში აიღოს ქვეყნის მართვა. უახლოეს ისტორიაში ეს ხდება პირველად. სახალხო კრებით გავაგონებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ერთიანები და ძლიერები ვართ",- განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.