დიდთოვლობის გამო ახმეტის მაღალმთიანეთი გარესამყაროს მოწყდა. სოფელ ომალოში 22 ოჯახია დარჩენილი, ისინი გამოზამთრებას ადგილზევე გეგმავენ. ამ დროისათვის სოფელთან დაკავშირება მხოლოდ ტელეფონით და საჰაერო გზით არის შესაძლებელი, სახმელეთო გზა გვიან გაზაფხულამდე ჩაიკეტა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელ...
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი პასპორტების მოქმედება რუსეთის მთავრობის განსაკუთრებული განკარგულების გაცემამდე გაგრელდება. შამბა ასევე აცხადებს, რომ ამ პასპორტებს აფხაზეთის მოქალაქეები ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთისას წარადგენდნენ. ...
საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით, დაავადებულთაგან ორი უკრაინიდან შემოვიდა, ერთი თურქეთიდან და ერთი დიდი ბრიტანეთიდან. ამ დროისათვის დაავადებულებს სამედიცინო დახმარება უტარდ...
ხვალ, 4 ნოემბერს, "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოში მედიის გაძლიერებისკენ მიმართულ ახალ პროექტთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება" პრეზენტაცია მოხ...
ლილოს დასახლებაში, შპს "გზა მშენებელი 11"-ის ცენტრალურ ოფისთან, საწარმოს 20 მდე თანამშრომელი შიმშილობას განაგრძობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, რამდენიმე წუთის წინ გზის მშენებლებს საწარმოს დირექტორი როსტომ მიქაუტაძე შეხვდა და პრობლემის...
თბილისის მერმა გიგი უგულავამ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მერიის ახალი პროექტი - "თბილისელების ადვოკატი" სტუდენტებს გააცნო. თბილისის მერია სტუდენტებს სტაჟირების ახალ პროგრამას და კვლიფიკაციის ამაღლებას, ხოლო მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. სამთვიანი სტაჟირების პერიოდში სტუდენტები...
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნაძალადევის რაიონში რუსი ჟურნალისტის, ოლგა კონსკაიას ქუჩა გახსნა. ოლგა კონსკაიამ მეუღლესთან, ანდრეი ნეკრასოვთან ერთად გადაიღო ფილმი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, სადაც ღიად არის ნათქვამი, რომ აგვიტოში ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა დაიწყო. ოლგა კ...
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ქვეპროექტის `დამისამართების სისტემის განვითარება საქართველოში~ პრეზენტაცია გაიმართა. ქვეპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი კონცეფციის მომზადებას საქართველოში მისამართების რეესტრის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის `ქმედი...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისთვის, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ რუსი დეპუტატების ინიციატივა მოულოდნელი არ ყოფილა. რუსეთის დუმის დეპუტატის, სემიონ მოგდასაროვის ინიციატივასთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა. "ბატონი გრიგოლ ვაშაძისთვის რუსეთის მო...
ლაგოდეხის, ყვარლის და ახმეტის რაიონების სამოცამდე სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის შედეგად ზოგიერთ სოფელში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და სისტემა დაზიანდა, ზოგან კი საერთოდ განადგურდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, წყალდიდობის შედეგად ...
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს, ხელისუფლებას გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანისკენ მოუწოდებს. როგორც ნათელაშვილმა, დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, 1-ელ დეკემბერს იწყება სერბეთის საჩივრის განხილვა, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობი...
რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ.Y კულტურის სამინისტრო მოსკოვში 12 ნოემბერს თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ. რუსეთის კულტურის სამინისტროს დელეგაცია აფხაზეთში უკვე იმყოფებოდა და აღნიშნულის შესახებ აფხაზ სეპარატისტებთან მოლაპარაკებები უკვე გამართა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, რუსეთის კულტურის ...
ქრისტიან დემოკრატები მთავრობას თხოვენ, უმწეოთა დაზღვევა მათი იდენტიფიცირებიდან 3 თვეში მოხდეს. ქრისტიან დემოკრატები ითხოვენ ასევე იაფი დაზღვევის პაკეტში მშობიარობის კომპონენტის დამატებას და სტუდენტური დაზღვევის შემოღებას. ეს განცხადება ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში ...
პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებისგან საჯარო ინფორმაციის მიღებაში დახმარებას პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს. ცაგარეიშვილმა ეს თხოვნა, დღესსაპარლამენტო სესიაზე გააჟღერა და მთავრობისა და პრეზიდენტის ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ითხოვა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციი...
ხვალ 4 ნოემბერს, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2:00-დან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება თბილისის რამდენიმე ქუჩებსა და დაწესებულებებს. კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~, წარმომადგენელთა განცხადებით, წყალმომარაგება შეეზღუდება პეკინის, შარტავას, მგალობლიშვილის, ჟვანიას, ბახტრიონ...