გრიპით დასნეულებული პაციენტების დახმარების გამო გიგი უგულავამ მედიკოსებს მადლობა გადაუხადა
დღეს "შერატონ მეტეხი პალასში" გრიპთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში გამართულ სემინარს თბილისის მერი ესწრებოდა. გიგი უგულავამ არსებული მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან ინფორმაცია მოისმინა და მათ პაციენტებისადმი სწრაფად და ხარისხიანად გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით, ვირუსული ინფექციებით გამოვლენის შემთხვევაში, თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასო იქნება. იანვრის მეორე ნახევრიდან მარტის ჩათვლით თბილისის მოსახლეობას უკვე 60 პოლიკლინიკა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ემსახურება.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის ხელისუფლება 800-მდე უბნისა და ოჯახის ექიმს ეპიდ-საშიშ პერიოდში თვეში 225 ლარის ოდენობით პრემიას უხდის, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს თითოეულ ექიმს 50 ლარით აფინანსებს.
ამასთან, პროგრამის ფარგლებში ექიმებს სისტემატიურად უტარდებათ სემინარები და კონფერენციები.