"ეროვნული საბჭო" სახალხო კრებას ტოვებს.
როგორც საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ის კრების აღმასრულებელ და სათათბირო ორგანოში თავის საქმიანობას აჩერებს.
"ეროვნული საბჭო" წარმომადგენლობით სახალხო კრებას ანიჭებს ქვეყანაში გამაერთიანებელი ორგანოს დანიშნულებას და მიაჩნია, რომ ოპოზიციური კინკლაობების დროს სახალხო წარმომადგენლობით კრებას უნდა შეესრულებინა მედიატორის ფუნქცია", - ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ "ეროვნული საბჭოსთვის", პრინციპული საკითხია საერთო ოპოზიციურ პროექტებში მონაწილეობა, "ვინაიდან ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ოპოზიციური ძალების კოორდინირებულ მოქმედებაშია".
ზვიად ძიძიგურის, კობა დავითაშვილისა და კახა კუკავას ტრიადა იმედს გამოვთქვამს, რომ "საქართველოში არსებული ყველა ოპოზიციური ძალა თავის პოლიტიკურ, ორგანიზაციულ, ფინანსურ შესაძლებლობას გამოიყენებს არა ერთმანეთის, არამედ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად.