საფრანგეთმა ლიბიის ქალაქ ბენგაზში მედიკამენტებით დატვირთული ორი თვითმფრინავი გაგზავნა. ბენგაზს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისთან დაპირისპირებული მხარეები აკონტროლებენ. BBC ინფორმაციით, ლიბიაში ჰუმანიტარული დახმარებების გაგზავნა მსოფლიო ქვეყნებიდან გაგრძელდება. მსოფლიო ლიდერები დახმარებას უმეტეს...
საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამომსვლელ ჯგუფში ცვლილებაა. ჯგუფის სოლისტს თაკო ვადაჭკორიას სოფო ტოროშელიძე შეცვლის. სოლისტის შეცვლის გადაწყვეტილება ჯგუფის საპროდიუსერო კომპანიამ „ტიტანი" მიიღო. სოფო ტოროშელიძე სწავლობს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფ...
2011 წლის 1-ლი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 215.2 მლნ ლარით, ანუ 2.0 პროცენტით გაიზარდა და 10779.4 მლნ ლარი შეადგინა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1801.3 მლნ...
საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 14 კომერციული ბანკი - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით. გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. იანვრის მოგებამ 12.3 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის აქტი...
ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ამ დილით ორი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთში საერთაშორისო ძალების უსაფრთხოების მხარდაჭერის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორივე სამხედრო მოსამსახურე ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. დაღუპულ სამხედროთა მოქალაქეობა არ კონკრეტდება. 2011 წლის დასაწყი...
რუსი ბიზნესმენის ბორის ბერეზოვსკის, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში მიიღო, სერიოზული ავადმყოფობა გახდა მიზეზი იმისა, რომ დაწყებულიყო ინფორმაციის გადამოწმება, რადიოაქტიური ნივთიერებით მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ""Daily Mail": "-ი ავრცელებს. ...
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ლიბიის პრობლემის მასშტაბური განხილვა იწყება. სხვადასხვა ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები იკრიბებიან ლიბიაში შექმნილი ვითარების განსახილველად და სიტუაციის გამოსასწორებლად. როგორც ჟენევაში გამგზავრებამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, ევროპელ პარტნიორებთან ის...
დაღესტანში მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ხუთი მებრძოლი აიყვანეს. რუსული მედიის ინფორმაციით, აღიარებით ჩვენებაში მათ რამდენიმე სამოქალაქო პირის მკვლელობა აღიარეს. მათი დაკავება რუსმა ძალოვანებმა ერთ-ერთი დაღესტნელი მებრძოლის ჩვენების საფუძველზე შეძლეს, რომელმაც მილიციას ასაფეთქებელი მოწყობილობის...
დღეიდან საცალო ქსელში საწვავის ღირებულება 5 თეთრით გაძვირდა. კომპანია "ლუკოილის" ინფორმაციით, დღეიდან მათ ავტოგასამართ სადგურებზე ყველა ტიპის საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. 5 თეთრით გააძვირა საწვავი ასევე კომპანია "ვისოლმაც". კომპანიის ინფორმაციით, დღეიდან მათ ქსელში "აპი სუპერის" ღირებულება 2.2...
"უსინდისო ბოდვა",_ასე შეაფასა პარლამენტარმა გიორგი გაბაშვილმა ალექსანდრე ტორშინის განცხადება, რომელმაც საქართველო დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტექრაქტის ორგანიზებაში დაადანაშაულა. გაბაშვილის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ დიპლომატიურ გზას ირჩევს და არა_ტერორისტულს. ალექსანდრე ტორშინ...
კონტროლის პალატამ აუდიტორ-სტაჟიორთა მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა განაახლა. მეცადინეობებს ძირითადად კონტროლის პალატის ექსპერტები გაუძღვებიან. პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ, ...
1-ელი მარტიდან სიმინდის წარმოების ხელშეწყობის ფარგლებში, მაღალხარისხიანი, სერტიფიცირებული სათესლე მასალის გაცემა იწყება. ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პეტრე ნასყიდაშვილი ამბობს, რომ სიმინდზე დიდი მოთხოვნის პირობებში, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება. "სიმინდი საქართველოსათვ...
თბილისში, ზემო პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე 36 წლის მამაკაცი დაჭრეს. დემნა ვალიშვილი თავს იცავდა, როცა ცივი იარაღით ე.წ. "სპიცით" ჭრილობა მიაყენეს. მარჯვენა ფეხქვეშ მიდამოში ნაკვეთი ჭრილობით დემნა ვალიშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც გადაუდე...
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა წუხელ ლარეხის #13 ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სამი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მოძველებული ელექტროგაყვანილობის შედეგად გაჩნდა და ერთსართულიანი ბარა...
ლონდონის ყველაზე მაღალი შენობის ბოლო სართულზე პატარა მელა დასახლდა. როგორც ამბობენ, ცხოველი შენობის ცენტრალური კიბის უჯრედიდან შევიდა. თანდათანობით 72-ე სართულამდე მიაღწია, სადაც დარჩენა გადაწყვიტა. ცათამბჯენში მცხოვრები მელა მუშებისგან დარჩენილი საჭმლის ნარჩენით იკვებებოდა, რომელსაც ცალკეულ სარ...