ცესკოს თავმჯდომარე კოალიციის "არჩევანის თავისუფლებისთვის" (ორგანიზაცია, რომელიც მიმდინარე წლის 17 ნოემბერს შეიქმნა, 8 არასამთავრობო ორგანიზაციას და ორ დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს) წარმომადგენლებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სხვადასხვა გზებზე ისაუბრეს; კოალიციის წარმომადგენლებმა ცესკოს თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივები გააცნეს, თავის მხრივ კი კომისიის ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს გასული წლის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და 2011-2015 წლებზე გათვლილი სტრატეგიული გეგმის პროექტიც წარუდგინა. შეხვედრის მონაწილეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.