იაპონიაში მსოფლიოში ყველაზე ბებერი ძაღლი გარდაიცვალა. "პუსკე" 26 წლის და 8 თვის იყო. რუსული ტრადიციის მიხედვით, ძაღლის ერთი სასიცოხლო წელი, ადამიანის შვიდ სასიცოცხლო წელს უდრის, ამიტომ "პუსკე" 182 წლის იყო.
"პუსკე" საკუთარ პატრონს ხელებში ჩააკვდა და როგორც 42 წლის სინოხარა იუმიმ განაცხადა, ის და "პუსკე" 26 წლის განმავლობაში ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ. სიკვდილის უკანასკნელ წუთებში "პუსკე" თავს კარგად გრძნობდა.
აღსანიშნავია, რომ "პუსკე" 2008 წელს მანქანას შეუვარდა, გადარჩა და მას შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ქონია.