"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა 26% ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილის პარტია ხელისუფლებაში მოვა, მათთვის პრობლემების მოგვარებას შეძლებს. 31%-ს ჰგონია, რომ ეს უფრო მოსალოდნელია, ვიდრე არა, 14 % კი ვარაუდობს, რომ უფრო არ არის მოსალოდნელი, ვიდრე კი. 6%-ისთვის ივანიშვილის გუნდის მხრიდან მოუგვარებელი პრობლემების აღმოფხვრა საერთოდ არ არის მოსალოდნელი.
კვლევა საარჩევნო ასაკის მოსახლეობის პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლას ეხებოდა. სულ გამოიკითხა დაახლოებით 3000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში, თბილისის ჩათვლით. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი კვლევის სრულ შედეგებს საზოგადოებას 8 დეკემბერს "თბილისი მარიოტში" წარუდგენს. ღონისძიებას დაესწრებიან პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.