დღეს 12.00 საათზე თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც ავარიულ შენობებში, სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში მცხოვრები მოქალაქეებისათვის პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ბუნებრივი მოვლენები, ...
10 მაისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N19, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ერთ კომერციულ ბანკს. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 6.30 პროცენტით განისაზღვრა.
სეპარატისტულ აფხაზეთში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფილიპ ლეფორი, პადრიგ მერფი და ანტი ტურინენი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიჩესლავ ჩირიკბას შეხვდებიან და ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი...
პოლიტიკური პარტია" განახლებული საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 12 მაისს დაგეგმილი დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრების ორგანიზება სამეგრელოში პოლიციისა და სპეცსამსახურების თვალთვალის, დაშინებისა და ტერორის ქვეშ მიმდინარეობს. ,,პოლიტიკური პარტია" განახლებული საქართველოსთვის აქტივისტები და რეგიონალური სამსახუ...
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ "დიდი რვიანის" სამიტზე არ გაემგზავრება. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურმა დაადასტურა. მიზეზი - ოფიციალური ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის მოუცლელობაა: სამიტის დღეებში 18019 მაისს ვლადიმერ პუტინი დაკავებული იქნება "რუსეთის მთავრობის სტრუქტურისა...
სირიაში მომხდარმა აფეთქებებმა ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის ტელევიზია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დამასკოში აფეთქებები ამ დილით მოხდა. ყველა აფეთქება ქალაქის იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სირიის სპეცსამსახურების შტაბ-ბინებია განლაგებული. სირიის ტელევიზიამ მომხდარს "ტერაქტი"...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მაისის თვის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჩატარდება. კვლევის მიზანი საქართველოში 2012 წლის მაისის თვის ინფლაციის დონის გაანგარიშებაა. ფასებზე დაკვირვება ფასების 19 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალა...
ათენში საქართველოს მოქალაქე საკუთარ სახლში ჩამოხრჩობილი იპოვეს. ბერძენმა სამართალდამცავებმა საქმე სუიციდის ფაქტზე აღძრეს. გიორგი ხუცურაული საბერძნეთში სამუშაოდ ექვსი თვის წინ წავიდა. ცხედარს ამ დროისათვის ექსპერტიზა უტარდება. რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამას ბერძენი სამართალდამცავები გა...
დღეს, 10 მაისს, 18:00 საათზე „კავკასიურ სახლში" ცნობილი სომეხი პოეტის და მთარგმნელის გივი შაჰნაზარის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. შემოქმედებით საღამოზე ნაჩვენები იქნება "კავკასიური სახლის" მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გივი შაჰნაზარის შემოქმედებაზე. ასევე მონაწილეობას მი...
10 მაისს, 19:00 საათზე გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება ახალგაზრდა ხელოვანის, მოლი თოფურიძის ფოტოგამოფენა სახელწოდებით „იქ სადაც სიყვარულია სიცოცხლეც იქ არის". მაჰათმა განდის ეს გამონათქვამი ახალგაზრდა ხელოვანის მიერ აღქმული ინდური ყოფის გამოხატულებას წარმოადგენს. „ეს სამყაროა რაც მე...
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. „მერსედესის" მარკის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, 21 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრების და გარდაცვლილის ამოყვანა მ...
თბილისში ღამით ტელეგრაფის სამ ნომერში ავარიული სახლი ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების და რაიონის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ. მათი განცხადებით, საჭიროა სახლის დემონტაჟი. დაზარალებულებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაეხმარება.
დღეს, 10 მაისს, ქართველი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტის, მიხეილ ასათიანის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მიხეილ მიხეილის ძე ასათიანი 1882 წლის 10 მაისს თბილისში დაიბადა. 1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტი...
დღეს, 10 მაისს, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფრანქფურტის ლიტერატურული სახლი "რომანის ფაბრიკა" თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ საღამოს უმასპინძლებს. საღამო ეძღვნება თემას "ქართველი მწერალი ქალები ევროპულ კონტექსტში". ღონისძიება მიზნად ისახავს გერმანულენოვან სამყაროში ქართველ...
დღეს, 10 მაისს, 15:30 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ გამოფენას "ევროპული წიგნი: საქართველო" დაათვალიერებენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი. ამის შ...