ბაშარ ასადის სამთავრობო ძალების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის დასაწყისში სოფლებში ბაიდაში და ბანიასში სულ მცირე 248 ადამიანი დახოცეს. მონაცემს ამის შესახებ დამოუკიდებელი უფლებების დამცავი ორგანიზაცია „Human Rights Watch"-ი აქვეყნებს.
უფლებების დამცველები საერთაშორისო საზოგადოებას დამასკოსათვის პასუხის მოთხოვნის მოწოდებით გამოდიან.
„Human Rights Watch"-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ მისმა თანამშრომლებმა ორ სოფელში მოკლული 248 ადამიანის ვინაობის ნუსხა შეადგინეს, რომლებიც პროვინცია ტარტუსში 2 და 3 მაისს დახოცეს. ამასთან ერთად, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სავარაუდოდ მოკლულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და აღნიშნულია ისიც, რომ აქ საუბარი მიდის ერთ ერთი ყველაზე მასშტაბურ და საშინელ მასობრივ სიკვდილით დასჯაზე სირიაში შეიარაღებული კონფლიტის დაწყებიდან.