ბრიუსელი. გიორგი ფოფხაძე. ბელგიის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ბელგიის ტერიტორიაზე არსებული ამერიკული ბირთვული არსენალის მოდერნიზება მოხდება. ამის შესახებ ბელგიური საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან.
აღსანიშნავია რომ, 2010 წელს ევროკავშირისა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა, რომელთა ტერიტორიაზე განთავსებულია ამერიკული ბირთვული იარაღი, მოაწერეს ხელი მემორანდუმ, რომლის თანახმადაც, ამ ქვეყნების ტერიტორიაზე განთავსებული ატომური ბომბების B61-ის მოდერნიზაცია მოხდებოდა.
ფრანგულენოვანი გამოცემა "სუარის" ცნობით, ბელგიის ნიდერლანდურენოვანი პროვინცია ლიმბურგის ქალაქ კლაინე-ბროგელის სამხედრო ბაზაზე სწორედ B61- ის ატომური ბომბებია განთავსებული.