საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ხერგიანი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მესტიის რაიონში, სახელმწიფო დაფინანსებით 23 მილიონი ლარის ღირებულების საამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, არსებული ხარვეზების მიუხედავად, დოკუმენტებში სამუშაოს შესრულებულად დაფიქსირების სანაცვლოდ, ერთ-ერთი მეწარმისგან, ქრთამის სახით, 300 000 ლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები