ხვალ, 28 ივნისს, 09:30 საათზე, სასტუმრო "რადისონში" საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა უსაფრთხოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კიბერ უსაფრთხოება, ISAF-ი...
29 ივნისს 19:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სოსო (სევარიონ) ნადირაძის საქველმოქმედო საღამო გაიმართება (ალექსიძის 1, კორ. 4). როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პოეტ სევარიონ ნადირაძეს ექიმებმა დაუსვეს მძიმე დიაგნოზი: კორონარული არტერიების დაავადება. დაძაბვის სტე...
ხვალ, 28 ივნისს, 12:00 საათზე, მაია მიმინოშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები მათ მიერ დაარსებული "საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის" პრეზენტაციას გამართავენ. პრეზენტაცია შედგება ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში (ჭოველიძის 10). ...
საქართველოს ელჩმა მალხაზ მიქელაძემ საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებათა სიგელები გადასცა პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რიკარდო მარტინელის. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდგომ, პანამის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. მხარეების მიერ აღინიშნა ურთიე...
"ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას საკაბელოებიდან მაუწყებლების გათიშვის შემდეგ მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით აფრთხილებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ე.წ. masT qerisთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას ვეფხვაძემ განაცხადა...
ხვალ, 28 ივნისს, 10 საათიდან 16 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 10 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის ზ...
სტუდია "მონიტორის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ნინო ზურიაშვილის ინფორმაციით, საკაბელო მაუწყებლების დავალდებულებაში მათივე ინტერესი დევს. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას ზურიაშვილ...
მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებულ კანონპროექტში ტელეკომპანია "კავკასიასთან" დაკავშირებით სპეციალური ფორმულირება ჩაიდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ საკაბელო ტელევიზიებმა &quo...
ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპაკებების პროცესში არსებულ პროგრესზე გაამახვილეს. კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლასთან მიმდინარე დაწყებულ დიალოგში მიღწეულ შედეგებ...
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები ასპინძის რაიონში, სოფელ თმოგვის არეალში და ვარძიის მიდამოებში არქეოლოგიური გამოკვლევების მორიგ ეტაპს იწყებენ. საუბარია რამდენიმე ყორღანულ ველზე, რომლის შესწავლა წლების წინ მიმდინარეობდა და შეჩერდა. თსუ-მ ორი წელია,...
ხვალ, 28 ივნისს, 20:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობიოს კონსევატორიის მცირე დარბაზში ქ.თბილისის მერიის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის #28 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობს ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი - რევაზ ტაკიძე. ...
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი რამდენიმე თვეა მუშაობს გალაკტიონ ტაბიძის 120, ვაჟა-ფშაველას 150 და ბეჭდური "ვეფხისტყაოსნის" 300 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი მინიატურული ილუსტრირებული ხუთტომეულის გამოცემაზე. ხუთტომეულზე მუშაობენ თანამედროვე მხატვრობის საუკეთესო წარმომადგენლები: რუს...
27 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 9 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები, დაფარვამდე დარჩენილი ვადით 900 დღე. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 30 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.89 პროცენტით, მაქსიმალური - 7.03 პრო...
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და მაგდა ანიაკშვილმა, პარტიის სათაო ოფისში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეობას საგადასახადო სისტემის საკუთარი ხედავ გააცნეს, რომლის ინიცირება "ქრისტიან-დემორკატებმა"...
. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის ერთადერთი ბიბლიოთეკა საქართველოში, სადაც უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს სპეციალური დარბაზი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. თუმცა დარბაზის შესაძლებლობები დღემდე სრულად არ არის გამოყენებული. ამიტომ ეროვნული ბიბლიოთეკა ეძებს პარტნიორებს, რომელთ...