არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის 150 000 ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან გამოიყო. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ უკვე მიიღო. კერძო სექტორი არასტანდარტულ მანდარინს 10 თეთრად აფასებს. თვითმმართველობის დაფინანსების შემდეგ კი საფასური 20 თეთრამდე გაიზრდება.
თანხის დაანგარიშება ბათუმის მერიის რწმუნებულების მიერ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ციტრუსის რაოდენობის განსაზრვრის საფუძველზე მოხდა.