უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მიღწეული პროგრესი განიხილეს.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს დიპლომატიური ვითარება და რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა.
"ჩვენ ორმხრივი დღის წესრიგის ძირითად საკითხებსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მიღწეულ პროგრესზე პირისპირ ვისაუბრეთ. პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადე პრინციპული ნაბიჯებისა და მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნისთვის. ვმუშაობთ, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი ორი კლასტერიც გავხსნათ.
განვიხილეთ დიპლომატიური ვითარება და რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა. მადლიერი ვარ უკრაინისა და ჩვენი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის და მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის მზადყოფნისთვის.
ასევე განვიხილეთ უკრაინასა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, სავაჭრო ურთიერთობები და სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან დაკავშირებული საკითხები.
უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერს კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ურთიერთგაძლიერებას. შევთანხმდით, რომ სხვადასხვა დონეზე ერთობლივ მუშაობას განვაახლებთ და ვიზიტებს გავცვლით. ჩვენი გუნდები ვიზიტების თარიღებზე შეთანხმდებიან",. - წერს ზელენსკი.