კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი მასსა და ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ გიორგი ბარამიძეს შორის მომხდარ ინდიცენტს ეხმიანება. როგორც ჯაჭვლიანმა განმარტა ბარამიძე უფრო უარესის ღირსია.
,,ალბათ აკვირდებოდით, როცა ვლაპარაკობდი, როგორ იქცეოდა თვითონ გიორგი ბარამიძე. მე ქართველ საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს იქ რაც მოხდა, თორემ გია ბარამიძე უარესის ღირსიც იყო ისე იქცეოდა და არსებობს ამის კადრებიც", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
შეგახსენებთ, რომ პლენარულ სესიაზე სოსო ჯაჭლიანი და გიორგი ბარამიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო რაც კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი ბარამიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
,,გიორგი ბარამიძეს გულწრფელად მინდა ვუთხრა მე ჩემს კუთხეს ძალიან კარგად ვიცნობ, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", _მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია გაიხსენა.