შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოდან (ბათუმი), მიღებული ზეპირი შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე გურდალ გ., რომლებმაც 2013 წლის 7 დეკემბერს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლით.
ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 6 000 ლარის ოდენობით, ასევე თანხის სრულ უზრუნველყოფამდე პატიმრობა.