იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს როლანდ ახალაიასა და ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს დავით საყვარელიძეს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს, _ აღნიშნულის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ დეპუტატების დაკითხვაზე დაბარება არ უკავშირდება მათ სადეპუტატო საქმიანობას. ...
,ბაქოში გიგი უგულავასთან ერთად არ ვყოფილვარ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და აღნიშნა, რომ ბაქოში ის პირად საქმეზე იმყოფებოდა და საქართველოში წუხელ დაბრუნდა. ,,მე მართალაც ვიმყოფებოდი ბაქოში, მაგრამ თბილისში დავბრუდი წუხელ. ბაქოში ვიყავი ...
საქართველოს პრეზიდენტი დღეს მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს შეხვდა. მამუკა დანელიასა და ზაალ გოროზიასთან საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა თვითმმართველობების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები დაგმო და მათ სიმტკიცისა და თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში ყველას უნდა მიეცეს დაკ...
27 დეკემბერს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში,მთავარ პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი. მისამართი : ორთაჭალა, გ...
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა პროექტის "ახალგაზრდების განვითარების აკადემია" ფარგლებში შედგა, რომელსაც მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს. პაატა ზაქარეიშვილმა სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულების - კონფლიქტების მოგვარე...
27 დეკემბერს, 16 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება მეექვსე მრგვალი მაგიდა ქართული კინოს განვითარების გეგმებისა და პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრას დაესწრებიან ქართული კინემატოგრაფიის წარმომადგენლები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის ...
საქართველოს ფოსტის ყოფილ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თბილის საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განაცხადა ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ,,ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი დაახლოებით 15 კვად...
ხვალ, 27 დეკემბერს, 14 საათზე, სასტუმრო „ვერე პალასში" სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამართავს შეხვედრას რელიგიათა საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე სახალხო დამცველი ისაუბრებს სამომავლო გეგმებზე და მოისმენს რელიგიათა საბჭოს წევრების მოსაზრებებს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით.
დღეს, 26 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს გაფართოვებულ სხდომას დაესწრო. კონფერენციაზე განხილვის თემა საქართველოში სამხედრო მეცნიერების განვითარება და პრობლემატიკა იყო. სხდომაზე სამხედრო თემატიკაზე მომუშავე მეცნიერებმა სამხედრო თეორიის, შ...
ხვალ, 27 დეკემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. მემორანდუმის თანახმად, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" წიგნები უსასყიდლოდ გადაეცემა უნივერსიტეტის ბიბ...
27 დეკემბერს 10 საათიდან 17 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის და მირცხულავას ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების გამო 27 დეკემბერს 10 საათიდან 14 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტ...
დღეს, 26 დეკემბერს ეროვნული ბანკის 182-დღიან N52, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.97 პროცენტი, მაქსიმალური 6.05 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 6.05 პ...
2013 წლიდან, „აზიის განვითარების ბანკი" (ADB) საქართველოსთან მიმართებაში ახალ, შუალედურ სტრატეგიას აამოქმედებს. ახალი სტრატეგიის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება, როგორც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ის მოთხოვნები და საჭიროებები, რომელიც ქვეყანას უდგას. როგორც „აზიის განვითა...
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველომ რუსეთში ციტრუსის ექსპორტი განაახლა. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის განმარტებით, საქართველომ რუსეთში, ბელორუსის გავლით, ციტრუსის ექსპორტი უკვე დაიწყო. მისი ინფორმაციით, ციტრუსით დატვირთული პირველი კონტეინერი რუსეთის ტერიტორიაზე უკვე შევიდა და თვის ბოლო...
დღეს, 26 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 5 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.000 პროცენტით, მაქს...