თსუ პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. როგორც ჟურნალისტებს უფლებადამცველმა მელორ ვაჩნაძემ განუცხადა დაკავებულია რეზი რევაზიშვილი, რომელმაც პრეზიდენტს უნივერსიტეტში შესვლისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მელორ ვაჩნაძის განმარტებით, დაკავება უკანონო არ იყო და დაკავებულს სამართალდამცველ...
პრეზიდენტის სტუდენტებთან შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობს. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას ივანე ჯვახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მართავენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი პრეზიდენტს ახსენებენ გირგვლიანის, რობაქიძის საქმებს და ქვეყანაში ბოლო წლებში გა...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოსა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლებისთვის, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯ...
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ქ.სტამბულში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმში. თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ს...
13 მაისს, 17:30 საათზე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ამერიკელი ქართველოლოგის, პროფესორ სტივენ ჯონსის ახალი წიგნის "საქართველოს პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე" პრეზენტაცია გაიმართება. პროფესორ სტივენ ჯონსის 2012 წელს გამოცემული წიგ...
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 188 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი საველე-საწვრთნელ ბანაკ „პალდო"-ს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ და რეკრუტებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს. რეკრუტებმა საწყისი საბრ...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ყოფილი პოლიტპატიმრებიც ითხოვენ, რომელებიც თსუ პირველ კორპუსთან არიან შეკრებილი. პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პარკ ჟინ ჰემის განცხადებით, სეულის მომავალი სამშვიდობო პროცესი ამერიკის მონაწილეობაზეა დამოკიდებული. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა კონგრესში გამოსვლისას გააკეთა. მანამდე კი პარკ ჟინ ჰე თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. „...
როსტოვში საწვავით სავსე ავზების აფეთქების შედეგად, რაიონში ტოქსიკური გაზის გაჟონვა მოხდა. რუსეთის მთავარი სანიტრის გენადი ონიშენკოს განცხადებით, აფეთქების შემდეგ რაიონიდან 3 ათასამდე მოსახლეობა იქნა ევაკუირებული. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავით სავსე ავზების აფეთქება სარკინიგზო შემადგენლობის რელსებიდან გა...
ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, 2014 წლის ბოლოს, ავღანეთიდან ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგ, ამერიკა ქვეყანაში 9 სამხედრო ბაზის დატოვებას გეგმავს. „2014 წელს, ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შემდეგ, ამერიკა ქვეყანაში 9 სამხედრო ბაზის დატოვებას გეგმავს. არ ვეწინააღმდეგებით მათ გადაწყვეტილ...
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიის წარმომადგენლებს ხვდება. აბორტი, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და მედიკოსების ხელფასები - ეს ის საკითხებია, რაზეც დავით სერგეენკო ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. მინისტრი აცხადებს, რომ ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციასთან დაკავშირებით აუცილებელია ქვეყანამ სტრატეგია შე...
სამშაბათს, 14 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრას გამართავს. პრესკონფერენციაზე დამსწრე მედიასაშუალების წარმომადგენლებმა აკრედიტაცია 12 მაისის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. ჟურნალისტის და ოპერატორის (ფოტორეპორტიორის), ასევე ჩართვის ჯგუფის წევრების ვინაობა უნდა მიეწოდოს პრემიერის პრ...
კახეთში, სოფელ მელაანში 16 წლის მოზარდმა თანატოლი ფიწლით დაჭრა. ახალგაზრდებმა ერთად იქეიფეს რის შემდეგაც შელაპარაკება მოუვიდათ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ძველი წყენა გახდა. დაჭრილის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ იგი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე ...
არიელ კასტრო, რომელსაც ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი გატაცებისა და გაუპატიურებისთვის, ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას სი-ენ-ენი ავრცელებს. არიელ კასტროს საკუთარ სახლში 10 წლის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდა სამი გოგონა, რომელთაც სასტიკად ეპყრობოდა. სამი გოგონას გატაცებასა და წამებაში ...
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის იურიდიულმა კომიტეტმა იმიგრაციული რეფორმის შესახებ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხარდაჭერილი კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო რია ნოვოსტი ავრცელებს. იმიგრაციული რეფორმა შესაძლოა გახდეს ობამას მეორე ვადის ყველაზე მასშტაბური ინიციატივა. კანონპრ...