ბათუმში, პოლიციელის დღისადმი მიმდინარე ღონისძიებაზე სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულ პოლიციელებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა პოლიციელს ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, რის გამოც აღნიშნული პროფესია საპატიო და დასაფასებელია.
,,თქვენ ძალიან ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად გიწევთ მოვალეობის შესრულება. სწორედ ამიტომ არის პოლიციელის საქმე ძალიან საპატიო და ძალიან დასაფასებელი. დღეს მინდა გავიხსენო და პატივი მივაგო ჩვენს გმირ პოლიციელებს, რომლების სამსახურეობრივი მოლალეობის შესრულებისას, სახელმწიფო ინტერესების დაცვას შეეწირნენ. მეგობრებო, გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას", _ განაცხადა პრემიერმა.