ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • ჩინეთში დაღუპულთა ცხედრებს ეძებენ

    ჩინეთში დაღუპულთა ცხედრებს ეძებენ

    ჩინეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა მდინარე იანძიში კიდევ რამდენიმე ცხედარი იპოვეს. სამგზავრო გემმა კატასტროფა 2 დღის წინ განიცადა. ინციდენტისას გემის ბორტზე 450 ადამიანი იმყოფებოდა.

    03 ივნისი 2015, 09:05
  • ამერიკის სპეცსამსახურებს უფლებები გაეზრდება

    ამერიკის სპეცსამსახურებს უფლებები გაეზრდება

    ვაშინგტონი ტერორიზმთან ბრძოლას ააქტიურებს. პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სპეცსამსახურებს შეერთებული სტატების მოქალაქეებზე ინფორმაციის მოპოვების შეუზღუდავ უფლებას მისცემს. ე.წ. “თავისუფლების აქტი” მიზნად ტერორიზმის საფრთხეების აღკვეთას ისახავს.

    03 ივნისი 2015, 09:04
  • “ეარ ასტანა” დამატებით ფრენებს შეასრულებს

    “ეარ ასტანა” დამატებით ფრენებს შეასრულებს

    ყაზახური ავიაკომპანია “ეარ ასტანა” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დამატებით ფრენებს შეასრულებს. პირდაპირი რეისები ყაზახეთის დედაქალაქიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება. აღსანიშნავია, რომ თბილისში ოპერირების პერიოდში “ეარ ასტანას” მგზავრთა რაოდენობა 120 000-ს გადააჭარბ...

    03 ივნისი 2015, 08:50
  • გუდაძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

    გუდაძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

    გიორგი გუდაძეს, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. გუდაძე ირწმუნება, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკი და იარაღი სამართალდამცავებმა ჩაუდეს. ის ზეწოლაზეც საუბრობს და მისი დაკავებით დაინტერესებულთა გვარებსაც ასახელებს. დაკავებამდე რამდ...

    03 ივნისი 2015, 08:48
  • ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა

    ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა

    საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა. მასზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, საკონსტიტუციო რეფორმის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები განიხილეს. სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარ...

    03 ივნისი 2015, 08:46
  • ილვესი უსუფაშვილს შეხვდება

    ილვესი უსუფაშვილს შეხვდება

    საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდება. ტომას ჰენდრიკ ილვესი გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მიიღო. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საპარლამენტო ურმაველსობა ევროინტეგრაციის გზაზე ესტონეთის გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებ...

    03 ივნისი 2015, 08:43
  • შემოსავლების გეგმა 101,6 პროცენტით შესრულდა

    შემოსავლების გეგმა 101,6 პროცენტით შესრულდა

    მიმდინარე კვირას პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელებს. დეპუტატებმა 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებაც უნდა განიხილონ. საკომიტეტო განხილვების შემდეგ მსჯელობა სესიაზე გაგრძელდება, სადაც კანონმდებლები ერთიან დოკუმენტს მიიღებენ და მთავრობის გასული წლის საქმიანობას შეაფასებენ. 2014 წლის ბიუჯეტის შესრულები...

    03 ივნისი 2015, 08:40
  • პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრს ელიან

    პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრს ელიან

    როგორია საქრთველოში გარემოს დაცვის პოლიტიკა და რას აკეთებს გარემოს დაცვის სამინისტრო მწვანე ეკონიმიკის განსავითარებლად- ამ საკითხზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. უწყების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დეპუტატებს გარემოს დაცვის მინისტრი გააცნობს. გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის კომიტეტში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრებს, რომლითაც...

    03 ივნისი 2015, 08:37
  • პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

    პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

    დღეს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციის თავში ცვლილებების შეტანის საკითხს განიხილავენ. პროექტის საბოლოო ვერსიაზე კი საკუნსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებე...

    03 ივნისი 2015, 08:35
  • თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

    თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

    თბილისში დღეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია იხსნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის. სტუმრებსა და დელეგატებს მიესალმებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი რ...

    03 ივნისი 2015, 08:32
  • შატილში დაკარგულ მწყემსს ეძებენ

    შატილში დაკარგულ მწყემსს ეძებენ

    გიორგი შეთეკაურის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამძებრო სამუშაოების დაწყებას ხელს რთული მეტეოეროლოგიური პირობები უშლის. მეწყერი შატილიდან 25 კილომეტრში დაუსახლებელ რაიონშია ჩამოწოლილი. მასში 500-მდე ცხვარი და საქონელია მოყოლილი. შემთხვევის ადგილამდე მისვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სამაშველო ოპერაციის დასაწყებ...

    03 ივნისი 2015, 08:29
  • რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს

    რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს

    საოკუპაციო ხაზიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფ ბერშუეთის მკვიდრი ამირან დურგლიშვილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მაშინ წაიყვანეს, როდესაც 60 წლის მამაკაცი სოფელთან ახლოს საქონელს მწყემსავდა. დურგლიშვილი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

    03 ივნისი 2015, 08:26
  • ქერის მდგომარეობა სტაბილურია

    ქერის მდგომარეობა სტაბილურია

    ჯონ ქერის ოპერაცია ჩაუტარეს. 71 წლის პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უახლოეს დღეებში ის სამუშაოს დაუბრუნდება. მძიმე ტრავმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა შცეიცარიაში ველოსიპედით სეირნობისას მიიღო. მან თეძო დაიზიანა, რის გამოც ბოსტონში სპეციალური რეისით გადაიყვანეს.

    03 ივნისი 2015, 08:22
  • პოლიციამ ნემცოვის მკვლელობის იარაღი იპოვა?

    პოლიციამ ნემცოვის მკვლელობის იარაღი იპოვა?

    ნემცოვის მკვლელობის იარაღი ნაპოვნია. ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი” იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღს ექსპერტიზა უკვე უტარდება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელობის იარაღის პოვნის ფაქტი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. ბორის ნემცოვი მოსკოვში 27 თებერვალს მოკლეს. პოლიციამ...

    03 ივნისი 2015, 08:21
  • ჩიჟოვს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალა

    ჩიჟოვს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალა

    ევროპარლამენტში რუსეთის ელჩს აღარ შეუშვებენ. ამის შესახებ ევროპის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მარტინ შულცმა განაცხადა. ვლადიმერ ჩიჟოვის გარდა ევროპარლამენტში მუშაობა კიდევ ერთ რუს დიპლომატს აეკრძალა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება. გადაწყვეტილების მიზეზად ევროპარლამენტი რუსეთის მიერ შეუსრულებელ საერ...

    03 ივნისი 2015, 08:20