გიორგი გუდაძეს, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. გუდაძე ირწმუნება, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკი და იარაღი სამართალდამცავებმა ჩაუდეს. ის ზეწოლაზეც საუბრობს და მისი დაკავებით დაინტერესებულთა გვარებსაც ასახელებს. დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე გიორგი გუდაძეს ვაკის საცურაო აუზთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.