ნემცოვის მკვლელობის იარაღი ნაპოვნია. ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი” იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღს ექსპერტიზა უკვე უტარდება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელობის იარაღის პოვნის ფაქტი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. ბორის ნემცოვი მოსკოვში 27 თებერვალს მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა.