როგორია საქრთველოში გარემოს დაცვის პოლიტიკა და რას აკეთებს გარემოს დაცვის სამინისტრო მწვანე ეკონიმიკის განსავითარებლად- ამ საკითხზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. უწყების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დეპუტატებს გარემოს დაცვის მინისტრი გააცნობს. გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის კომიტეტში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრებს, რომლითაც სამინისიტრო ევროკავშირთან ასოცირების ხელშკერულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს. დღესვე კანონმდებლები გარემოს დაცვის სააგენტოს ანგარიშს მოისმენენ.