ევროპარლამენტში რუსეთის ელჩს აღარ შეუშვებენ. ამის შესახებ ევროპის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მარტინ შულცმა განაცხადა. ვლადიმერ ჩიჟოვის გარდა ევროპარლამენტში მუშაობა კიდევ ერთ რუს დიპლომატს აეკრძალა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება. გადაწყვეტილების მიზეზად ევროპარლამენტი რუსეთის მიერ შეუსრულებელ საერთაშორისო ვალდებულებებს ასახელებს.